fbpx
ჩვენი სკოლის მე-4 კლასელებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოთხრობების წიგნი — „𝐌𝐲 𝐅𝐢𝐫𝐬𝐭 𝐒𝐭𝐨𝐫𝐢𝐞𝐬“. მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიითა და შემოქმედებითი ხედვით შექმნეს საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორიები. წიგნის შექმნის თითოეულ ეტაპზე მათ დიდი მონდომება, პასუხისმგებლობა და სიყვარული ჩადეს. ვამაყობთ ჩვენი პატარა ავტორებით, მათი შრომისმოყვარეობით, კრეატიულობითა და მიღწევებით.
მეტის ნახვა
ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გიორგი სულავამ, შექმნა საკუთარი მცირე სათამაშო კონსოლი. პროექტის ინსპირაცია გახდა Nintendo-ს მიერ გამოშვებული Game Boy. გიორგის მიერ შექმნილ კონსოლზე ხელმისაწვდომია 5 თამაში: Super Mario Tetris Metroid II: Return of Samus Operation C Snake კონსოლი შექმნილია ESP32 მიკროკონტროლერის გამოყენებით. მისი კორპუსი 
მეტის ნახვა
საზაფხულო სკოლა გახსნილად გამოგვიცხადებია! განრიგის მიხედვით, დავლაშქრეთ ვაკის პარკი, სადაც სპორტული და გასართობი აქტივობები გვქონდა, სუფთა ჰაერზე წავიკითხეთ საინტერესო ამბები, შემდეგ დავბრუნდით სკოლაში, სადაც რამდენიმე სახალისო გაკვეთილი ჩატარდა. წარმატებულ და მხიარულ ზაფხულს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!
მეტის ნახვა
24 მაისს, ჩვენი საამაყო თვითმმართველობის ორგანიზებით, ლისის ტბაზე საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. ამ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეში მონაწილეობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. მარათონიდან მიღებული თანხით ჩვენმა მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიხარული აჩუქეს პატარა ონკოპაციენტს და 
მეტის ნახვა
22 მაისს ლისის ტბაზე ჩატარდა სკოლა „ჯეჯილის“ მარათონი, სადაც მონაწილეობდნენ VI-XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. წლევანდელ მარათონს ძალიან ბევრი მეგობარი კომპანია შემოუერთდა და გაგვიწიეს სპონსორობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების მიზნით. გამოვავლინეთ, როგორც მარათონის, ისე სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებულები და გადავეცით მათ ჩვენი სპონსორების მიერ 
მეტის ნახვა
18 მაისს „ჯეჯილის“ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 🔔 ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს სკოლის წარმატებით დამთავრებას. ვუსურვებთ საინტერესო და ბედნიერ მომავალს.
მეტის ნახვა
“ჯეჯილის“ მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ახალგაზრდულ კულტურულ-გაცვლით პროგრამაში, რომელიც 21–28 აპრილს თბილისში გაიმართა. პროგრამა განხორციელდა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ-ABANICO-ს, კერძო სკოლა “ჯეჯილისა” და ვენეციის პროფესიულ-ტექნიკური სკოლის IIS Venier-ის თანამშრომლობით. გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები მასპინძლობდნენ იტალიელ სტუმრებს, აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ 
მეტის ნახვა
“ჯეჯილის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, მარტის თვის სტუმარი გახლდათ უნიჭიერესი და მრავალმხრივი ადამიანი, მუსიკოსი, დირიჟორი და კომპოზიტორი – ნიკოლოზ რაჭველი. დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს, ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.
მეტის ნახვა
“ჯეჯილის” თებერვლის თვის სტუმარი გახლდათ პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, სკოლა “ჯეჯილის” კურსდამთავრებული – ანასტასია ბაგრატიონ-გრუზინსკი. შეხვედრის თემა შრომითი უფლებები და პროფესიული კავშირების გაერთიანება იყო. სტუმარმა ისაუბრა, თუ რა ასაკიდან არის ნებადართული მუშაობის დაწყება საქართველოში, რა პირობებით შეიძლება დასაქმდეს არასრულწლოვანი, რამდენი საათი შეუძლია მუშაობა, რა შეზღუდვები 
მეტის ნახვა
ჩვენს სკოლაში ჩატარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, რომელსაც „ჯეჯილის“ უფროსკლასელები დაესწრნენ. ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში მანამ, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივა ადგილზე. დიდი მადლობა Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება-ს პროექტის განხორციელებისთვის.
მეტის ნახვა
Categories

ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში.

ანიკა ოძელაშვილი

2007 წლის გამოშვება

Jejili
2020-11-12T16:01:02+00:00
ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში. ანიკა ოძელაშვილი 2007 წლის გამოშვება
0
Jejili