fbpx

გამოგონება

ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გიორგი სულავამ, შექმნა საკუთარი მცირე სათამაშო კონსოლი.

პროექტის ინსპირაცია გახდა Nintendo-ს მიერ გამოშვებული Game Boy.

გიორგის მიერ შექმნილ კონსოლზე ხელმისაწვდომია 5 თამაში:

  • Super Mario
  • Tetris
  • Metroid II: Return of Samus
  • Operation C
  • Snake

კონსოლი შექმნილია ESP32 მიკროკონტროლერის გამოყენებით. მისი კორპუსი დამზადებულია ხისგან და ლაზერული მჭრელის საშუალებითაა გამოჭრილი. მოწყობილობა მუშაობს ლითიუმის ელემენტზე და შესაძლებელია მისი დატენვა.

ვულოცავთ გიორგის ამ საინტერესო და შემოქმედებით პროექტს, რომელიც ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და ინჟინერიის მიმართ მის ინტერესსა და შესაძლებლობებს ნათლად წარმოაჩენს. ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ წარმატებასა და საინტერესო მიღწევებს!

Comments are closed.
Categories

ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში.

ანიკა ოძელაშვილი

2007 წლის გამოშვება

Jejili
2020-11-12T16:01:02+00:00
Positive Impact ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში. ანიკა ოძელაშვილი 2007 წლის გამოშვება Jejili 2020-11-12T16:01:02+00:00 ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად 
0
Jejili