კაფეტერია
ბავშვის სწორი კვება ჯანმრთელობის, ზრდის, განვითარების და დაავადებათა პროფილაქტიკის აუცილებელი პირობაა. კვება მჭიდრო კავშირშია მოსწავლეების ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობასთანაც. ბავშვების კვების სწორი რაციონი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ცილას, ნახშირწყლებს, ცხიმს, წყალს, ვიტამინებს და სხვა მინერალებს.
ჩვენი სკოლის კაფეტერიის მენიუ სწორად არის დაბალანსებული. პროდუქტებით მომარაგება ყოველდღიურად ხდება სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილიდან“.


სკოლა „ჯეჯილში“ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, სადაც საშუალება მომეცა მესწავლა საუკეთესო მასწავლებლებთან. შევიძინე უახლოესი მეგობრები და მივიღე ისეთი გამოცდილება, რომელიც დღემდე ძალიან მეხმარება ჩემს სამსახიობო კარიერაში.
ნინია შეყილაძე
2017 წლის გამოშვება