მიღწევები
2019 წელი
• 28 ივნისს ნუცა მახვილაძის სახელობის 2019 წლის დებატების ეროვნული ტურნირის ფინალში ჩვენი სკოლის გუნდმა (ელენე კაკულია, მიხეილ პაპავა, ელენე ხვედელიძე) გაიმარჯვა. მე-9 კლასელი ელენე კაკულია გახდა რესპუბლიკაში საუკეთესო მოდებატე. გამარჯვებული გუნდის 2 საუკეთესო მონაწილე დაფინანსებით გაემგზავრა ბრატისლავაში, საერთაშორისო დებატების სემინარზე.
• IV კლასის მოსწავლე ნინა შამუგია “კინგსი საქართველოს” ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტურის ოქროს დიპლომის (100/100) მფლობელი გახდა.
• გუნდური ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ რეგიონალური ჩემპიონატში მე-5 კლასელებმა მოიპოვეს პირველი ადგილი, ხოლო მე-4 კლასელებმა წარმატებით იასპარეზეს და გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე.
• საფეხბურთო აკადემია „TIFA”-ს ორგანიზებით ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი სკოლებს შორის, სადაც მეორე ადგილი ჩვენი სკოლის მეორე და მესამე კლასელებმა მოიპოვეს.
○ ანდრია ცქვიტინიძე
○ ალექსანდრე ცანავა
○ ვატო ყიფიანი
○ დიმიტრი ყიფიანი
○ ბესო გელაშვილი
○ დავით გაბისონია
○ ვატო შონია
○ გაგა რაზმაძე
○ ნიკოლოზ მგალობლიშვილი
2018 წელი
• 25 მაისს ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში – “დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის”. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სკოლას სერტიფიკატი გადასცა.
2017 წელი
• სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა დავით კვარაცხელია.
2016 წელი
• სამოქალაქო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ლუკა ლიპარტელიანი.
• კომპანიამ “ინგლისური წიგნი საქართველოში” გამართა ინტელექტუალური თამაში “Quidditch: Intellectual Competition for School”, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, გავიდნენ პირველ ადგილზე და გადავიდნენ შემდეგ ტურში. 17 დეკემბერს ჩატარებულ ფინალურ შეჯიბრში , ჩვენი სკოლის გუნდმა, “Brain Squeezars”, თბილისის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავეს. გამარჯბვეულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
• საფრანგეთის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Ciub de Chance-ს მიერ მოწყობილ ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში “დახატე მშვიდობა”, გაიმარჯვა ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ – ანასტასია დომბროვსკაიამ და ელენე ჩივაძემ. მათი ნახატები პარიზში გამოიფინა, გადაეცათ დიპლომები და მედლები.
2015 წელი
• სკოლა ,,ჯეჯილის“ მოსწავლეთა მონაწილეობით, ინგლისურენოვანმა მიუზიკლმა ,,მერი პოპინსმა“ თბილისის მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების ფესტივალში ,,IFSSAT” პირველი ადგილი აიღო.
• სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოსკარ მურილოს საერთაშორისო ხატვის პროექტში (International Art Project – Frequencies). პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეებში თვითშეგნების ამაღლებას. სხვადასხვა ტექნიკით კანვაზე შესრულებული ნახატები გამოიფინა აშშ-ს მეტროპოლიტენ მუზეუმში.
• მე-12 კლასის მოსწავლე – ზაზა გელაშვილი წარდგენილი იყო ახალგაზრდა დიპლომატთა სამიტზე, ბათუმში. გასაუბრების შედეგად, ზაზა სრული დაფინანსებით გაემგზავრა ბრიუსელში, ევროპარლამენტის დელეგატად.
2014 წელი
• რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გაიმარჯვა გიორგი ლუხავამ და დაფინანსებით გაემგზავრა წყნეთის საზაფხულო, საერთაშორისო ბანაკში.
2012 წელი
• მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ კონფერენციაში გაიმარჯვა მე-10 კლასის მოსწავლემ – თორნიკე ფანჯავიძემ.
2011 წელი
• ინგლისური ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაში 3 გამარჯვებული მოსწავლე პრეზიდენტის პროგრამით გაემგზავრა საერთაშორისო ბანაკში. X კლასის მოსწავლე, გიორგი ლუხავა კი პირველ ათეულში მოხვდა.
• საერთაშორისო ორგანიზაცია “English Speaking Union”-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში ,,International Public Speaking Competition 2011”-ის გამარჯვებული მე-11 კლასის მოსწავლე ანი შეყილაძე გახდა. იგი სრული დაფინანსებით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ერთკვირიან სემინარზე.
2009 წელი
• სკოლას ჰყავდა ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები – ვახტანგ ქელბაქიანი და რევაზ მესხი.
• პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში ჯეჯილის 2 მოსწავლეს პრეზიდენტის სახელით კომპიუტერები გადაეცათ საჩუქრად.
2008 წელი
• პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში ჯეჯილის 6 მოსწავლეს პრეზიდენტისგან კომპიუტერები გადაეცათ საჩუქრად.
2007 წელი
• საერთაშორისო ორგანიზაცია “English Speaking Union”-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში – ,,International Public Speaking Competition 2007”-ის გამარჯვებული მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სიხარულიძე გახდა. იგი სრული დაფინანსებით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ერთკვირიან სემინარზე.
2006 წელი
• ბრიტანეთის საბჭოს მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში “From the Word Go”, ჩვენმა სკოლამ I ადგილი დაიკავა; კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ინგლისურენოვანი კერძო და საჯარო სკოლები.
• ჩვენი სკოლის გუნდი დებატების ასოციაციის EIDEA-ს მიერ რესპუბლიკურ კონკურსში სამგზის გამარჯვებული გახდა. სამივე შემთხვევაში მოსწავლეები დაფინანსებით გაემგზავრნენ საერთაშორისო ბანაკებში.
• გაეროს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობისათვის IX კლასის მოსწავლე საბა უსტიაშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. კონფერენციის თემა “ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში “გახლდათ.
• საერთაშორისო ორგანიზაცია “English Speaking Union”-ის მიერ ჩატარებულ კონკურსებში სამგზის გამარჯვებულები ჩვენი სკოლის მოსწავლეები გახდნენ:
○ მარიამ სიხარულიძე – XI კლასი
○ ანი შეყილაძე – XI კლასი
○ მარიამ მელიქაძე – X კლასი
2005 წელი
• ეროვნულ გამოცდებზე XI კლასის მოსწავლე თინა კვირკველია პირველ ათეულში შევიდა.
2004 წელი
• გოეთეს ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში “გერმანული შემიძლია, გერმანული ვიცი” ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა II ადგილი დაიკავეს.
• საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში “კენგურუ” – სანდრო დალაქიშვილი, მე-4 კლასი, რესპუბლიკაში მე-5, ხოლო თბილისში მე-3 ადგილი დაიკავა.
2001 წელი
• მათემატიკის რაიონულ ოლიმპიადაში მე-3 ადგილი ჩვენი სკოლის მოსწავლე სანდრო ლომინაშვილმა დაიკავა.
2000 წელი
• მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მიერ ჩატარებულ კონკურში “უცხო ენების მოყვარული” ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს.
• საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში “კენგურუ” ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა მიქელაიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მე-6 ადგილი (სულ 7464 მონაწილე) დაიკავა.
ნორჩ მათემატიკოსთა ოლიმპიადის რაიონულ ტურში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე სანდრო ლომინაშვილი გახდა.
• ჩვენი სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” გრანტის “ახალი თაობის” მფლობელი გახდა.
1999 წელი
• მათემატიკის საქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე ნათია ბუკია გახდა.
• ჩვენი სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” გრანტის “სასწავლო კომპიუტერული კლასის შექმნის” მფლობელი გახდა.
1998 წელი
• ჩვენი სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” გრანტის “თანამედროვე ენების პროგრამის” მფლობელი გახდა.