პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია „ჯეჯილის“ ვებ-გვერდზე და შემდეგ დაელოდოთ სკოლის წარმომადგენლის ზარს.
პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია „ჯეჯილის“ ვებ-გვერდზე და შემდეგ დაელოდოთ სკოლის წარმომადგენლის ზარს.
2024-2025 რეგისტრაცია იწყება 2023 წლის აპრილის დასაწყისში.
პირველ კლასში მიიღებიან მოზარდები, რომელთაც შეუსრულდათ ექვსი წელი სწავლის დაწყებამდე.
უნდა დარეგისტრირდეთ “ჯეჯილის” ვებგვერდზე და დაგიკავშირდებათ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
• აღსაზრდელის სარეგისტრაციო ფორმა (იუსტიციის სახლიდან)
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული.
• ჯანმრთელობის ცნობა
• მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ქსერო ასლები
• მოსწავლის ფერადი ფოტო 3×4 – 2 ცალი
სწავლის წლიური საფასური პირველ კლასში შეადგენს 2800 აშშ ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარში, ეროვნული ბანკის კურსით.
შეღავათით ისარგებლებთ, თუკი ოჯახიდან ორი ან მეტი შვილის შემოყვანას გადაწყვეტთ „ჯეჯილში“.
სწავლის საფასური მოიცავს სასწავლო პროცესს, გახანგრძლივებული დღის რეჟიმს, სხვადასხვა წრეებს და ორჯერად კვებას IV კლასამდე.
პირველკლასელებს აქვთ ორჯერადი კვება.
პირველ საათამდე მოსწავლეებს აქვთ ძირითადი საგნები. პირველ საათზე – სადილი და შემდეგ სხვადასხვა წრეები. 16 საათზე აქვთ სამხარი. შუალედებში მოსწავლეები აღმზრდელთან ერთად ამზადებენ გაკვეთილებს.