რეგისტრაცია
მიღება პირველ კლასში
კერძო სკოლა “ჯეჯილში” პირველკლასელთა მიღება იანვარში იწყება. მოსწავლის რეგისტრაციისთვის აუცილებელია აპლიკაციის შევსება; შემდეგ კი იგეგმება ბავშვთან გასაუბრება, რომელსაც სკოლის ბავშვთა ფსიქოლოგი ატარებს.
აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი
- ჯანმრთელობის ცნობა
- მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ქსეროასლები
- მოსწავლის 3×4 ფოტო – 2 ცალი
სწავლის გაგრძელება „ჯეჯილში“
კერძო სკოლა „ჯეჯილში“ სწავლის გაგრძელება სასწავლო წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშრდით სკოლის ადმინისტრაციას.
II-IV კლასები:
მოსწავლეებს უტარდებათ გასაუბრება საგნის პედაგოგებთან და ბავშვთა ფსიქოლოგთან.
V-XII კლასები:
მოსწავლეები წერით გამოცდას აბარებენ ქართულსა და მათემატიკაში.


ვფიქრობ,რომ ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში ამ სკოლამ და აქ გაცნობილმა ადამიანებმა მთავარი როლი ითამაშეს. ყოველთვის ვიქნები ამ სკოლის უდიდესი გულშემატკივარი. ჯეჯილი ჩემი სახლია.
სანდრო გამსახურდია
2011 წლის გამოშვება