fbpx

დაწყებითი სკოლა (I-VI)

სკოლის დაწყებითი საფეხური მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპია. პირველ კლასში სწავლება თამაშის ელემენტებსაც მოიცავს, პატარებში სკოლისადმი სიყვარულის და სხვადასხვა საჭირო უნარის განსავითარებლად.

ჩვენი სკოლა დაწყებით საფეხურზე მრავალფეროვან და ინტეგრირებული სწავლების მეთოდებს გთავაზობთ, რომელიც საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პროგრამას ეფუძნება. დაწყებითი სკოლის მიზანია მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ სოციალურ განვითარებაში და ავუმაღლოთ  მოტივაცია, ასევე:

  • ჩამოვუყალიბოთ ძირითადი სამეტყველო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი);
  • გამოვუმუშაოთ ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა;
  • გამოვუმუშაოთ მონაცემების გადარჩევისა და ორგანიზების უნარი;
  • გავუღვივოთ ინტერესი სამყაროს მიმართ.

წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული სწავლებისათვის სხვადასხვა სახის სასწავლო რესურსი გამოიყენება, რაც ბავშვებში აზროვნების, კვლევისა და შემოქმდებითობის უნარ-ჩვევებს ავითარებს.

სასწავლო გეგმა