სკოლის წინსვლის მთავარი გარანტი კურსდამთავრებულების წარმატება და მათი ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდ წარმატებას აღწევენ როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
სკოლის წინსვლის მთავარი გარანტი კურსდამთავრებულების წარმატება და მათი ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაა. ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდ წარმატებას აღწევენ როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
„ჯეჯილში“ ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გავატარე. სკოლაში შექმნილი პირობები და სიტუაცია,რომელიც ძალიან მენატრება, იდეალურ გარემოს ქმნის ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის. ამიტომ ვფიქრობ,რომ ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში ამ სკოლამ და აქ გაცნობილმა ადამიანებმა მთავარი როლი ითამაშეს. ყოველთვის ვიქნები ამ სკოლის უდიდესი გულშემატკივარი.
ჯეჯილი ჩემი სახლია.
სკოლა „ჯეჯილში“ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე, სადაც საშუალება მომეცა მესწავლა საუკეთესო მასწავლებლებთან. შევიძინე უახლოესი მეგობრები და მივიღე ისეთი გამოცდილება, რომელიც დღემდე ძალიან მეხმარება ჩემს სამსახიობო კარიერაში. განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს „ჯეჯილის“ სასკოლო სპექტაკლებთან, რომლებზე მუშაობის დროს სკოლაში ჩამოყალიბდა თეატრის მიმართ სიყვარულით განწყობილი ადამიანების გუნდი. მიხარია, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი მეც. სწორედ ამან განაპირობა ჩემი მომავალიპროფესიის არჩევა. სკოლა „ჯეჯილი“ ზრუნავს არამხოლოდ მოსწავლეების განათლებაზე, არამედ მათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე, სოციალურ და მოქალაქეობრივ აქტივობასა და წარმატებულ და საინტერესო მომავალზე.
სკოლა “ჯეჯილში” გატარებული 8 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შემძინა ამ სკოლამ - სწავლის სიყვარული. შეუძლებელია ისწავლო ასეთ თბილ, ოჯახურ გარემოში და არ გინდოდეს ყოველ დილით თუნდაც დაღლილს და ნახევრად მძინარეს სკოლაში მისვლა და იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მაქსიმალური ცოდნა მიაწოდონ ბავშვს.
მახსოვს, როდესაც სკოლის კარი პირველად შევაღე, მომღიმარი მასწავლებლები და მოსწავლეები დამხვდნენ, რაც საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ სურათს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ხატავენ ხოლმე, მუდმივად გაბრაზებული და აგრესიული მასწავლებლების სახით. მე მოვხვდი გარემოში, სადაც ყველაზე მეტად ფასობს ინტელექტი და მონდომება. ეს კეთილგანწყობილი გარემო და სწავლისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში, სწავლის სიყვარულში გადაიზარდა. უკვე მე-12 კლასელის გადმოსახედიდან, რომელიც სულ რამდენიმე თვეში ამთავრებს სკოლას და მომავალი გამოწვევებისთვის ემზადება, ვხვდები, რომ სკოლა “ჯეჯილმა” შემიქმნა უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, რომელზეც შევძლებ, ჩემი მომავალი ცოდნა დავაფუძნო. ასე, რომ ერთი შეხედვით გაცვეთილი ფრაზა, „ჯეჯილის“ მოსწავლეებისთვის რეალობაა - ეს სკოლა ნამდვილად არის ნათელი მომავლის საწინდარი.
სკოლა "ჯეჯილი" ჩემთვის ასოცირდება სიყვარულთან, 12 წლიანი ბედნიერება! გულწრფელად ვამბობ, ბოლო სამი წელი კლასში იმაზე ვნერვიულობდით, რომ სკოლას ვამთავრებდით, როდესაც თანატოლებს ეს ფაქტი უხაროდათ. ეს არ იყო ცოტა დრო, ეს იყო ჩვენი ნახევარი ცხოვრება! ბედნიერი ცხოვრება! სიყვარულით, სითბოთი სავსე ცხოვრება! გარემო რომელიც ოჯახია! თითოეული მასწავლებელი, ვისთანაც მე შეხება მქონია, მხოლოდ ჩვენს წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავდა! რაც ეს სკოლა დავამთავრე, მჯეროდა, რომ ყველგან ასეთი ჰარმონია და ერთობა დამხვდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ის იშვიათი გამონაკლისი ყოფილა, სადაც მე მოვხვდი და გამიმართლა! ყოველთვის ყველგან სიამაყით ვყვები, რომ რაც ვიცი, რაც გამაჩნია და რაც მისწავლია, მართლა ჯეჯილის დამსახურებაა! იმდენის თქმა მინდა, მართლა ვერცერთი ფურცელი თუ გვერდი ვერ დაიტევს და ამიტომ მოკლედ ვიტყვი! მადლობა თქვენ!! გვერდში დგომისთვის, აღზრდისთვის, განათლებისთვის, სითბოსთვის, იმედისთვის და იმ სიყვარულისთვის რაც მთელი ცხოვრება გამყვება!
სკოლა „ჯეჯილში“არის არაჩვეულებრივი სასწავლო გარემო, პროფესიონალი პედაგოგებით და მაღალი დონის განათლებით. სკოლა ზრუნავს მოსწავლეების არა მარტო აკადემიურ განათლებაზე, არამედ პიროვნულ განვითარებაზე. როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სკოლით.
დღეს განათლების ექსპერტები ბევრს ლაპარაკობენ ფინური, აზიური, ევროპული, ამერიკული განათლების სისტემებზე, მრავალფეროვანი ტერმინებით განიხილავენ, თუ რომელი კომპონენტებია მნიშვნელოვანი, რომელი-მოძველებული, რომელი-ექსპერიმენტული.
მე პირადად, ჩემი, ეკასა და ნიკოლოზის სახელით არა ექსპერტულად, არამედ პირდაპირ შევაქებ სკოლა „ჯეჯილს“ და ვიტყვი, რომ აქ მასწავლებელს უყვარს ბავშვი, რაც ჩვენი მოკრძალებული აზრით, ცენტრალური და ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ საგანმანათლებლო სისტემაში.
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები! საუკეთესო მასწავლებლები, გარემო და სკოლა! მეამაყება „ჯეჯილელი“ რომ ვარ
ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში.
ანიკა ოძელაშვილი
2007 წლის გამოშვება
რთულ და მოულოდნელი სიტუაციებით გადატვირთულ სამყაროში მშობლისთვის დიდი ბედნიერება და კომფორტია იცოდეს, რომ მისი შვილი დღის უდიდეს ნაწილს ატარებს კარგად დაცულ, დისციპლინებულ და ესთეტიურ გარემოში, სადაც ბავშვი მუდმივი ყურადღების ქვეშ არის მთელი კოლექტივისგან. სასწალო პროცესი მაღალორგანიზებული და მომთხოვნია, სკოლის გარეთ ღონისძიებები- საინტერესო და მრავალფეროვანი. მადლობა სკოლა „ჯეჯილს“ და მთელ კოლექტივს მათი შრომისათვის და პროფესიონალიზმისთვი. ვუსურვებთ მათ შემდგომ საინტერესო და მრავალფეროვან განვთარებას, რათა ღირსეული და მოწინავე ადგილი დაიკავოს თანამედროვე განათლების სისტემაში.
სკოლა “ჯეჯილი” ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. 12 წელია აქ ვიზრდები და შემიძლია ვთქვა, რომ ვერ წარმომიდგენია სხვა ადგილი, რომელშიც ვამჯობინებდი გაზრდას და ჩამოყალიბებას პიროვნებად.
“ჯეჯილი” არ არის ჩემთვის მხოლოდ განათლების წყარო. ეს არის ადგილი, სადაც შევიძინე მეორე ოჯახი, მასწავლებლების და მეგობრების სახით, ეს არის ადგილი, რომელთანაც უამრავი მოგონება და ემოცია მაკავშირებს და, რომლის დატოვებაც ყველაზე მეტად მიჭირს წელს.
მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგაც ვიქნები.
სულ ორი თვეა, რაც ჩემი შვილიშვილები სასწავლებლად სკოლა „ჯეჯილში“ გადმოვიდნენ. აქ დაგვხვდა პროფესიონალი პედაგოგების გუნდი, რომლებიც გარდა ცოდნისა, დიდ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებენ მოზარდებს. ჩემი შვილიშვილები ყოველ დილით ხალისით მიდიან სკოლაში, სადაც მათ კომფორტული და თბილი გარემო ხვდებათ, რისთვისაც დიდი მადლობა „ჯეჯილის“ დირექციას და პედაგოგებს.
თორმეტი წლის წინ, როცა ჩვენი პირველი შვილისთვის სათანადო სკოლას ვარჩევდით, მე და ჩემი მეუღლე თბილისის ყველა კერძო სკოლის დირექტორს და პედაგოგს პირადად შევხვდით. არჩევანი კერძო სკოლა „ჯეჯილის“ სასარგებლოდ გავაკეთეთ. ამჟამად ამ სკოლაში ჩვენი სამი შვილი სწავლობს. დღემდე ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. „ჯეჯილი“ ჩვენთვის ოჯახივითაა, სადაც ჩვენი შვილები ჯანსაღ გარემოში იღებენ განათლებას. მინდა წარმატება და წინსვლა ვუსურვო ქალბატონ ნინო ჩივაძეს და „ჯეჯილის“ მთელ კოლექტივს.
სკოლა "ჯეჯილი" 12 წლის განმავლობაში ჩემი მეორე სახლი იყო. აქ გატარებული წლები ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი პერიოდია. გარემომ, ადგილმა, მეგობრებმა და მასწავლებლებმა ჩემზე იმდენად იმოქმედეს, რომ დღემდე ბედნიერად ვიხსენებ ყველაფერს და ცხადია, მომავალშიც ასე იქნება. თითოეული მასწავლებელი მაძლევდა თვალსაჩინო მაგალითს თუ როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრების გზაზე სვლა. არასდროს დამავიწყდება ის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება რომელიც მათ ჩემდამი გამოიჩინეს.
ჩემი შვილის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ვთლი, რომ გვესწავლა „ჯეჯილში“-ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა! ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ პროფესიონალიზმზე, ხარისხიან განათლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ოჯახურ გარემოზე. პროფესიონალი მასწავლებლები, უამრავი აქტივობა სკოლის გარეთ, სპორტული ღონისძიებები, კომფორტული გარემო, კარგი კვება-“ჯეჯილის” ძლიერი მხარეა. მიხარია, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალ გამოწვევებს სთავაზობს მოსწავლეებს. ჩვენ ყოველდღე ვძლიერდებით და ვვითარდებით, რაც ჩემი შვილის წარმატებული მომავლის გარანტიას მაძლევს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ „ჯეჯილს“!
ადამიანის ცხოვრებაში სკოლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ჯეჯილი“, უბრალოდ მაღალი დონის საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის. არამედ, კარგ განათლებასთან ერთად, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ განვითარებაში.
ჩემი ბავშვობის საქართველოში ხარისხიანი საშუალო განათლების მიღება ფუფუნება იყო და „ჯეჯილი“ ასეთი განათლების ნამდვილი ოაზისი იყო იმჟამინდელ „უდაბნოში“. „ჯეჯილის“ მიერ მოცემული ცოდნა და გამოცდილება მუდმივად მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება. რაც წლები გადის, სულ უფრო მეტად ვაფასებ იმ ადგილს, სადაც ფეხს ვიდგამდი ჩემი შეგნებული ცხოვრების გზაზე, რადგან „შეიარაღებული“ ვარ ქართული ენის სიღრმისეული ცოდნით, უცხო ენების ფლობით, ისტორიისა და გეოგრაფიის საფუძვლიანად შესწავლით, რამაც შეუფასებელი დახმარება გამიწია ჯერ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლაში და შემდგომ ჩემს დიპლომატიურ კარიერაში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, „ჯეჯილის“ ხელმძღვანელობის, პერსონალისა და პედაგოგების დამსახურება. გამორჩეული იყო თითოეული პედაგოგის ცოდნა, კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, სწავლების შეუდარებელი მეთოდი, რის შედეგადაც დღემდე მახსოვს ქართული მართლწერის წესები, მათემატიკის თეორიები.
ჩემი კლასის დამრიგებელმა, ნანა ლომინაძემ მასწავლა მთავარი - ადამიანობა. „ჯეჯილმა“ მომცა ცოდნა, შემძინა გამოცდილება, მაჩუქა მეგობრები და შემიქმნა უდავოდ მყარი საფუძველი იურიდიულ ფაკულტეტზე წარჩინებით სწავლისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი კარიერის დაწყებისა და აწ უკვე, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ მისიაში მსახურებისთვის. თუ ღმერთმა ინება და მომავალში მეყოლა შვილები, მათ აუცილებლად „ჯეჯილში“ მივიყვან. ძალიან მენატრება ჩემი სკოლა.
მადლობა „ჯეჯილს“ ყველაფრისათვის!
სკოლა „ჯეჯილში“ მეშვიდე კლასიდან გადმოვედი. გაგონილი მქონდა, რომ ვაკის სკოლებში ძნელი იყო თავის დამკვიდრება, მაგრამ „ჯეჯილმა“ დაანგრია ეს სტერეოტიპი. პირველივე დღეს დავუმეგობრდი ჩემს თანაკლასელებს და დღემდე ვგრძნობ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე უკეთ სწორედ ჩემს კლასელებს შეუძლიათ. წლების მანძილზე ერთად განცდილმა სირთულემ და გულისტკივილმა, კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი სიყვარული.
„ჯეჯილში“ განსაკუთრებულია ასევე, დირექტორი, ადმინისტრაცია და დამრიგებელი. პედაგოგები საუკეთესოები არიან, ვინაიდან მათი უნარი მხოლოდ დარგობრივი ცოდნის გადმოცემით არ შემოიფარგლება. მათ შეუძლიათ მეგობრობა, სიყვარული და ყურადღების გამოჩენა.
ჩემი დღევანდელი წარმატება, ის, რომ დღეს მე დამოუკიდებლად ვსწავლობ და ვცხოვრობ საზღვარგარეთ, სწორედ „ჯეჯილიდან“ იწყება და მისი დამსახურეებაა. „ჯეჯილი“ ჩემი მეორე ოჯახია და ვიცი, რომ დღესაც თამამად შემიძლია შევაღო მისი კარი.
ვუსურვებ სკოლის კოლექტივს და მოსწავლეებს წინსვლას და წარმატებას.
მინდა გითხრათ, სკოლა „ჯეჯილი“არის ჩემი შვილების სკოლა. როგორც მამა და როგორც თანამედროვე ადამიანი ვფიქრობ, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ორივე შვილი, გიორგი და რეზი დღეს არიან ჩამოყალიბებეული, სათანადოდ ინფორმირებული და განათლებული მოზარდები, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მომზადება, „რეპეტიტორები“ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გიორგი მეცხრე კლასიდან გადავიდა სხვა სკოლაში სხვა მიმართულებების სურვილის გამო. მან წარამტებით ჩააბარა გამოცდები და გადავიდა ახალ სკოლაში, ეს სწორედ რომ სკოლის დამსახურებაა. რეზი აგრძელებს სწავლას „ჯეჯილში“ და მისი განათლების ხარისხი, (არ ვარ სუბიექტური), ნამდვილად სათანადო დონეზეა. გარდა ამისა, სკოლა გამოირჩევა კარგი ლოკაციით, სუპერ-კოლექტივით, სუპერ-ყურადღებით, დაცულობით და კიდევ ბევრი სხვა რამით! უდიდესი მადლობა „ჯეჯილის“პედაგოგებს, ადმინისტრაციას, უსაფრთხოებას და წარმატებები მათ!
სკოლის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის თბილი, მოსიყვარულე და უსაფრთხო გარემო იყო, რომელიც სკოლა „ჯეჯილში“ დამხვდა, პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული, რომელთა ხელშიც იცი, რომ თქვენი შვილი მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებს. მე და, რაც მთვარია, ჩემი შვილი ძალიან კმაყოფილები ვართ. სანდროს ძალიან უხარია ყოველი დილის გათენება, ძალიან უყვარს თავისი დამრიგებელი და მეგობრები, რომლებიც იქ შეიძინა. მიხარია, რომ სწორედ ეს არჩევანი გავაკეთე, სკოლა ბავშვის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ვღელავდი, სანამ არჩევანს გავაკეთებდი, სად შემეყვანა, ახლა კი მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი შვილი კარგ ხელშია.
„ჯეჯილი“ პროგრესულად მზარდი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში. სკოლის დირექტორი- ქალბატონი ნინო ჩივაძე და მის მიერ შერჩეული გუნდი ყველა ფაქტორით იმსახურებს სიმპატიასა და პატივისცემას. ცოდნის პროფესიონალური მიწოდება და საინტერესო ექსკურსიები უფრო ეფექტურს ხდის განათლების პროცესს. ხოლო ნატო მასწავლებელი თანამედროვე დამრიგებლის ნათელი განსახიერებაა.
გმადლობთ ყველაფრისთვის!