საშუალო სკოლა
ჩვენი სკოლის საშუალო საფეხურის სასწავლო პროგრამა მოსწავლეების ყველა იმ უნარ-ჩვევის განვითარებას ითვალისწინებს, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უფროსი კლასების საგნობრივი პროგრამები ეფუძნება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ჩვენი პედაგოგები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სწავლების სპეციფიკასა და მეთოდოლოგიას.
მაღალ კლასებში მეცადინეობები ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში და მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მოემზადონ SAT-ის (მსოფლიოში აღიარებული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად) როგორც მათემატიკურ, ასევე ვერბალურ ნაწილში; ასევე, ჩააბარონ კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდები.
ჩვენი სკოლის უმთავრეს ამოცანას უფროსკლასელების ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მომზადება, მათი დასახული მიზნის მიღწევაში დახმარება და სირთულეებისთვის მზაობა წარმოადგენს.
