“ჯეჯილის” თებერვლის თვის სტუმარი გახლდათ პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, სკოლა “ჯეჯილის” კურსდამთავრებული – ანასტასია ბაგრატიონ-გრუზინსკი.
შეხვედრის თემა შრომითი უფლებები და პროფესიული კავშირების გაერთიანება იყო. სტუმარმა ისაუბრა, თუ რა ასაკიდან არის ნებადართული მუშაობის დაწყება საქართველოში, რა პირობებით შეიძლება დასაქმდეს არასრულწლოვანი, რამდენი საათი შეუძლია მუშაობა, რა შეზღუდვები და გარანტიები არსებობს მათი ჯანმრთელობისა და განათლების დაცვისთვის. და ბოლოს, რა როლი აქვს პროფესიული კავშირების გაერთიანებას დასაქმებულთა უფლებების დაცვაში.
დიდი მადლობა ანასტასიას საინტერესო საუბრისათვის.

