24 მაისს, ჩვენი საამაყო თვითმმართველობის ორგანიზებით, ლისის ტბაზე საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. ამ მნიშვნელოვან და კეთილ საქმეში მონაწილეობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია.
მარათონიდან მიღებული თანხით ჩვენმა მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სიხარული აჩუქეს პატარა ონკოპაციენტს და მისი დღე განსაკუთრებული გახადეს.
ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობარ კომპანიებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. თქვენი გვერდში დგომა ამ ინიციატივის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო.
განსაკუთრებული მადლობა თეკა თვაურს და კატო გელაშვილს, თითოეულ მონაწილეს, მხარდამჭერსა და მოხალისეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში.
ერთად სიკეთის კეთება ყველაზე დიდი გამარჯვებაა!
primelabs_store
cinnamon_darichini

