ჩვენმა სკოლამ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ტურნირს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში – U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10 და მე-11) კატეგორიებში წარიმართა. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომდევნო ტურში.

