17 დეკემბერს სკოლა ჯეჯილში გაიმართა ლიტერატურული ფესტივალი „JEJILI Literature Fair“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები. მათ წარადგინეს ინფორმაცია წაკითხული ინგლისურენოვანი ნაწარმოებებისა და ავტორების შესახებ.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა მოწვეულმა სტუმარმა, ცნობილმა მთარგმნელმა და ლიტერატორმა, პროფესორმა პაატა ჩხეიძემ, რომელმაც ლიტერატურის სწავლების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთანავე აღსანიშნავია, სკოლის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისა და უფროსკლასელების მიერ უმცროსებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

