fbpx
გაიცანით 6 წლის ამალია მარიუპოლიდან. სასტიკ ომს გამოქცეული ამალია, დღეიდან „ჯეჯილის“ პირველი კლასის მოსწავლეა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენმა სკოლამაც შეიტანა მცირედი წვლილი უკრაინის მხარდასაჭერად. გოგონა თანაკლასელებთან ერთად თავს კარგად და ლაღად გრძობს. ჩვენი სკოლის კარი კვლავ ღიაა უკრაინელი ბავშვებისთვის.
მეტის ნახვა
სკოლა „ჯეჯილი“, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დროებით გადაადგილებული პირების ოჯახებისთვის აცხადებს უფასო მიღებას მომავალი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებისთვის მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე. მიღება დაიხურება მას შემდეგ, რაც თითოეულ კლასში შეთავაზებული ადგილების რაოდენობა შეივსება. დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია და ჩვენ მალე დავუკავშირდებით: https://bit.ly/2Rx4HUU დიდება უკრაინას! დიდება 
მეტის ნახვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ჯეჯილის“ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადასცა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს! ჩვენი მედალოსნები: მარიამ ალასანია ანა ფანჯავიძე გუბაზ გოგუა მარიანა მაღრაზე ვახტანგ ჩოჩია საბა ქირია მარკოზ ნაცვლიშვილი ანა გამცემლიძე ზურაბ მაისურაძე გიორგი დოკვაძე ნანუკა მარდალეიშვილი  
მეტის ნახვა
ჩვენი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართული საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით, შევიძინეთ და  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავეცით ლეპტოპი და წიგნები, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოზარდებისთვის. საქველმოქმედო ღონისძიება მიეძღვნა “ჯეჯილის“ ყოფილი მოსწავლის – ლელიკო დეკანოზიშვილის ხსოვნას.  
მეტის ნახვა
22-30 ნოემბერს ჩვენს სკოლაში კოვიდ 19-ის კვირეული ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციას და აღნიშნულთან დაკავშირებით “ჯეჯილის” მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. პროექტში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის ყველა კლასი ცალკეული საგნების მიხედვით.
მეტის ნახვა
„ჯეჯილის“ მოსწავლეებმა – თათული მინაშვილმა, გუკა ახალაიამ, ნიკოლოზ ბოლქვაძემ, ნინა შამუგიამ – მიიღეს მონაწილეობა ამერიკის საელჩოს საზაფხულო გამოწვევაში, წაიკითხეს მხატვრული ლიტერატურა 500 და მეტი გვერდი და გახდნენ ოქროს სერტიფიკატის მფლობელები!
მეტის ნახვა
ჩვენს სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. შედეგები შევაჯამეთ და მოსწავლეთა ხმათა უმრავლესობით, პრეზიდენტის წოდება ელენე დოხნაძემ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის – ალექსანდრე ჭითანავამ მოიპოვეს. კანდიდატებისგან მოვისმინეთ ძალიან საინტერესო იდეები და დაპირებები და ველოდებით მათ შესრულებას. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას!
მეტის ნახვა
გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის თანამშრომელთა 90% უკვე აცრილია და სწავლის დაწყებამდე ველოდებით აცრილთა რიცხვის 100%-მდე გაზრდას. ვინაიდან მოსწავლეებისთვის აცრა ჯერ არ არის ნებადართული, დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ, ჩვენი დიდი ოჯახის უფროსი წევრები, მომზადებული შეხვდებით 2021 წლის სექტემბერს და საშუალება მოგვეცემა შეუფერხებლად დავიწყოთ და დავასრულოთ 
მეტის ნახვა
31 იანვარს, The King’s and Queen’s Club- ის ინტელექტუალური თამაშის – Quidditch – ის სუპერ ფინალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სუპერფინალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც თბილისის, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონის გამარჯვებული გუნდები. ინტელექტუალური შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სიხარულის გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა 
მეტის ნახვა
პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლე – ნატალი ძნელაძე დაჯილდოვდა და პროექტის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და გამორჩეულ მონაწილედ დასახელდა. ნატალიმ მონაწილეობა მიიღო საჯარო გამოსვლების ონლაინ-კონკურსში.
მეტის ნახვა
Categories

ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში.

ანიკა ოძელაშვილი

2007 წლის გამოშვება

Jejili
2020-11-12T16:01:02+00:00
ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში. ანიკა ოძელაშვილი 2007 წლის გამოშვება
0
Jejili