ჩვენი სკოლის მიერ გამართული საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით, შევიძინეთ ლეპტოპი და წიგნები, რომლებიც გადავეცით დუშეთის რაიონის, სოფელ ჭილურტის სკოლას.
ვესტუმრეთ სულიკაანთკარში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს და ჩავუტანეთ სასურსათო პროდუქტები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები.
დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს და მშობლებს თანადგომისთვის; გიორგი კეკლიძეს და წიგნების მაღაზია “ბიბლუსს” გვერდში დგომისთვის.
