fbpx

სპორტული წრეები

სპორტი და ფიზიკური აღზრდა აუცილებელი პირობაა მოზარდების სწორი განვითარებისათვის. კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს მათ გადაწყვეტილების სხარტად მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს. 

ჩვენს მოსწავლეებს შემდეგ სპორტულ სახეობებს ვთავაზობთ:

ფეხბურთი

მიზნად ისახავს მოსწავლეებს განუვითაროს საფეხბურთო უნარ-ჩვევები მხიარულ გარემოში. სპორტის ამ სახეობით ვახერხებთ მოსწავლეთა თავდაჯერებულობის განმტკიცებას და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებას.

ჰიპ-ჰოპი 

ჰიპ-ჰოპი ენერგიული და სახალისო ცეკვაა, რომელიც ბავშვებს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციას, რიტმის შეგრძნებასა და თვითგამოხატვის უნარს. ჰიპ-ჰოპის ცეკვა ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და სოციალური უნარების განვითარებას, რადგან ბავშვები სწავლობენ გუნდურად მუშაობას და საკუთარი უნარების გაძლიერებას.

ჭადრაკი 

სპორტის სახეობა, რომელშიც მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებია შერწყმული, რის შედეგადაც ხდება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება. ჭადრაკის სკოლაში სწავლების მიზანი მოზარდის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და მათი განავითარებაა. ჭადრაკის თამაში ბავშვებში მრავალ უნარს ანვითარებს, აჩვევს ფიქრს, გამოუმუშავებს ნებისყოფას და ასწავლის მეტოქის პატივისცემას.