ჩვენ შესახებ
„ჯეჯილი“ პირველი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელიც 1992 წელს დაარსდა. სკოლის ძირითადი მიზანი მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემა, კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განვითარებაა. “ჯეჯილის” გუნდის უმთავრესი ამოცანაა, გააღვივოს მოსწავლეებში სწავლის სურვილი, განუვითაროს თავისუფალი აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
„ჯეჯილში“ მათემატიკა, უცხო ენები და საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. მოსწავლეებს შეუძლიათ დაეუფლონ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. დაწყებით საფეხურზე ინგლისურ ენაზე ისწავლება ბუნებისმეტყველება.
სკოლის გუნდს გამოცდილი, კვალიფიციური და ინტელექტუალური პედაგოგები წარმოადგენენ. მათი მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლის წარმატებაა.
„ჯეჯილი“ თავისი არსებობის 33 წელს ითვლის. თითოეული სასწავლო წელი დასტურია იმისა, რომ სკოლამ გაუძლო ბევრ გამოწვევას, აღზარდა წარმატებული ახალგაზრდები და კვლავ აგრძელებს განვითარებას მომავალი თაობებისათვის.
სკოლის ფილოსოფია
სკოლის მისიაა – მოამზადოს მოზარდი თაობა თანამედროვე ცხოვრებისათვის, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი. აღზარდოს გლობალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც შეძლებენ პოზიტიური ცვლილებების შეტანას მსოფლიოს ცხოვრებაში.
სკოლის ძირითადი მიზანია – მისცეს მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება. განუვითაროს მათ კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევები.
სკოლის ხედვაა – სასწავლო სააღმზრდელო პროგრამებით, გამოცდილი, კვალიფიციური და ინტელექტუალური პედაგოგების მეშვეობით უზრუნველყოს მოსწავლეების სწორ და ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბება, რომელთა ფასეულობებიც დამყარებული იქნება სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ადამიანობაზე. აღზარდოს ღირსეული, თავისი სამშობლოს პატრიოტი ადამიანი; იზრუნოს არა მარტო ბავშვის განათლებაზე, არამედ მის ფიზიკურ განვითარებაზე; გაუღვიძოს მოსწავლეებს ურთიერთდახმარებისა და პატივისცემის ჩვევები, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს; განუვითაროს მათ ტოლერანტობა.
სკოლის ღირებულებები:
სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
- გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
- მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
- თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
- ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
- განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

სკოლა “ჯეჯილი” ჩემთვის ასოცირდება სიყვარულთან, 12 წლიანი ბედნიერება! გულწრფელად ვამბობ, ბოლო სამი წელი კლასში იმაზე ვნერვიულობდით, რომ სკოლას ვამთავრებდით, როდესაც თანატოლებს ეს ფაქტი უხაროდათ.
ელენე მესხი
2011 წლის გამოშვება