ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გიორგი სულავამ, შექმნა საკუთარი მცირე სათამაშო კონსოლი.
პროექტის ინსპირაცია გახდა Nintendo-ს მიერ გამოშვებული Game Boy.
გიორგის მიერ შექმნილ კონსოლზე ხელმისაწვდომია 5 თამაში:
- Super Mario
- Tetris
- Metroid II: Return of Samus
- Operation C
- Snake
კონსოლი შექმნილია ESP32 მიკროკონტროლერის გამოყენებით. მისი კორპუსი დამზადებულია ხისგან და ლაზერული მჭრელის საშუალებითაა გამოჭრილი. მოწყობილობა მუშაობს ლითიუმის ელემენტზე და შესაძლებელია მისი დატენვა.
ვულოცავთ გიორგის ამ საინტერესო და შემოქმედებით პროექტს, რომელიც ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და ინჟინერიის მიმართ მის ინტერესსა და შესაძლებლობებს ნათლად წარმოაჩენს. ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ წარმატებასა და საინტერესო მიღწევებს!

