19 დეკემბერს, ტრადიციულად, ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით და სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა, სადაც გაიყიდა ბავშვების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ორცხობილები და სხვა..
ღონისძიება მიეძღვნა “ჯეჯილის“ მოსწავლის – ლელიკო დეკანოზიშვილის ხსოვნას.
ძალიან გვიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენმა საქველმოქმედო აქციამ წარმატებით ჩაიარა! სულ შეგროვდა 𝟓𝟏𝟓𝟎 ₾.
მიღებული თანხით დახმარება გავუწიეთ სამ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთიანობითა და სიკეთით შესაძლებელია მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს აქტიური ჩართულობისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის

