22 დეკემბერს, სკოლა „ჯეჯილის“ მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა, სადაც გაიყიდა ბავშვების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ორცხობილები და სხვა..
გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება სასკოლო ნივთებისა და საყმაწვილო საკითხავი ლიტერატურის შეძენას, რომელსაც შემდეგ სკოლა გადაცემს ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ თამარაშენში არსებულ სკოლას და მის მოსწავლეებს. პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.
ღონისძიება მიეძღვნა “ჯეჯილის“ ყოფილი მოსწავლის – ლელიკო დეკანოზიშვილის ხსოვნას, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
