დიდი სიხარულით და სიამაყით გიზიარებთ 23 დეკემბერს ჩატარებული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგებს:
ღონისძიებიდან მიღებული თანხით შევიძინეთ წიგნები, სასკოლო ნივთები, ლეპტოპი, შევაგროვეთ მოზარდებისთვის უამრავი სათამაშო და ტანსაცმელი.
გუშინ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით, გიორგი კეკელიძესთან და ჩვენს მოსწავლეებთან ერთად, ვესტუმრეთ ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ თამარაშენს, სადაც მოზარდებს და იქ არსებულ სკოლას გადავეცით საჩუქრები.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გვერდში დგომისთვის.

