ჩვენი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართული საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით, შევიძინეთ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავეცით ლეპტოპი და წიგნები, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოზარდებისთვის.
საქველმოქმედო ღონისძიება მიეძღვნა “ჯეჯილის“ ყოფილი მოსწავლის – ლელიკო დეკანოზიშვილის ხსოვნას.
