2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა. სლალომის შეჯიბრება დიდველის ფერდობზე ჩატარდა, სადაც 2003-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლე, ელენე ჩივაძე გახდა.
ვულოცავთ ელენეს წარმატებულ ასპარეზობას!

