31 იანვარს, The King’s and Queen’s Club- ის ინტელექტუალური თამაშის – Quidditch – ის სუპერ ფინალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
სუპერფინალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც თბილისის, ასევე იმერეთისა და აჭარის რეგიონის გამარჯვებული გუნდები.
ინტელექტუალური შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.
სიხარულის გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა – თაკო გელაშვილმა, რეზი მათითაშვილმა, მიშო ნადარეიშვილმა და ირაკლი ბერელიძემ, საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავეს! 


