ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის საამაყო ბავშვების თავდაუზოგავი შრომა დაფასდა და „ჯეჯილის“ გუნდი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულ სკოლებს შორის მოხვდა.
კონკურსში მონაწილეობის მთავარი მიზანია, პატარა თუ დიდი ცვლილებების შეტანა ბუნებრივი და სოციალური გარემოს გაუმჯობესების საქმეში, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად.
“ჯეჯილის” გუნდი ულოცავს მოსწავლეებს პირველ ტურში მოხვედრას და უსურვებს წარმატებას კონკურსის შემდგომ ეტაპზე.

