2019 წლის სექტემბრიდან ჩვენს სკოლაში ინოვაციების ლაბორატორია Future Lab გაიხსნება.
Future Laboratory-ის სპეციალისტების დახმარებით სკოლაში დაინერგება მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლება, მათ შორის პროგრამირებაში და რობოტოტექნიკაში; ასევე, სკოლა განახორციელებს ბავშვებისათვის პრაქტიკული მეწარმეობის სწავლებას.
მოსწავლეები შეძენილი ცოდნით, პრაქტიკულად ისწავლიან თუ როგორ შექმნან საკუთარი სტარტაპი, იმუშაონ ინვესტორებთან და გაიყვანონ სტარტაპი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე.
ყველა პროცესში ინტეგრირებულია პროექტული სწავლების მეთოდოლოგია (PBL)-თან.

