“მოიწვიე ფინედუ კლასში” დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ჩვენს სკოლას ეწვია ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მაია ჩაგუნავა. სტუმარმა მოსწავლეებს ფინანსური განათლების თემაზე საინტერესო, შემეცნებითი ღია გაკვეთილი ჩაუტარა და საგანმანათლებლო მასალებით დაასაჩუქრა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი დაზოგვის მსოფლიო დღის აღნიშვნა ლარის 30 წლის იუბილეს ეხმიანება.
