fbpx

ჩვენ შესახებ

„ჯეჯილი“ პირველი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელიც 1992 წელს დაარსდა. სკოლის ძირითადი მიზანი მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემა, კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევების განვითარებაა. “ჯეჯილის” გუნდის უმთავრესი ამოცანაა, გააღვივოს მოსწავლეებში სწავლის სურვილი, განუვითაროს თავისუფალი აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

„ჯეჯილში“ მათემატიკა, უცხო ენები და საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. მოსწავლეებს შეუძლიათ დაეუფლონ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. დაწყებით საფეხურზე ინგლისურ ენაზე ისწავლება ბუნებისმეტყველება.

სკოლის გუნდს გამოცდილი, კვალიფიციური და ინტელექტუალური პედაგოგები წარმოადგენენ. მათი მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლის წარმატებაა.

„ჯეჯილი“ თავისი არსებობის 30 წელს ითვლის. თითოეული სასწავლო წელი დასტურია იმისა, რომ სკოლამ გაუძლო ბევრ გამოწვევას, აღზარდა წარმატებული ახალგაზრდები და კვლავ აგრძელებს განვითარებას მომავალი თაობებისათვის.

მისია

სკოლის მისიაა – მოამზადოს მოზარდი თაობა თანამედროვე ცხოვრებისათვის, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი.  აღზარდოს გლობალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც შეძლებენ პოზიტიური ცვლილებების შეტანას მსოფლიოს ცხოვრებაში.

სკოლის ძირითადი მიზნია მისცეს მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება. განუვითაროს მათ კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და აკადემიური წერის უნარ-ჩვევები.

სკოლის ამოცან გაუღვივოს მოზარდებს მოყვასის სიყვარული და ერთგულება; აღზარდოს ღირსეული, თავისი სამშობლოს პატრიოტი ადამიანი; იზრუნის არა მარტო ბავშვის განათლებაზე, არამედ მის ფიზიკურ განვითარებაზე; გაუღვიძოს მოსწავლეებს  ურთიერთდახმარებისა და პატივისცემის ჩვევები, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს; განუვითაროს მათ ტოლერანტობა. 

შინაგანაწესი
ელენე მესხი-01

სკოლა “ჯეჯილი” ჩემთვის ასოცირდება სიყვარულთან, 12 წლიანი ბედნიერება! გულწრფელად ვამბობ, ბოლო სამი წელი კლასში იმაზე ვნერვიულობდით, რომ სკოლას ვამთავრებდით, როდესაც თანატოლებს ეს ფაქტი უხაროდათ.

ელენე მესხი

2011 წლის გამოშვება