კლუბები
დებატების კლუბი
მოსწავლეები ასრულებენ ჯგუფურ სავარჯიშოებს და პრაქტიკულ დავალებებს; პრეზენტაციებთან და დისკუსიებთან ერთად ეუფლებიან საორატორო ხელოვნებას.
ბავშვები შეისწავლიან სხვადასხვა ფორმატის დებატებს, ეუფლებიან კონსტრუქციულ საუბარსა და სხვა უნარებს.
დრამკლუბი
დრამ-კლუბის მიზანია მოსწავლეების ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში. კურსის ბოლოს მოსწავლეები საკუთარ ცოდნას სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩენენ.
სასაუბრო ინგლისური უცხოელ პედაგოგთან
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში, მარტივი, სახალისო, ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაეუფლონ ინგლისურ ენას.
პროგრამირება
კურსის განმავლობაში ბავშვები შეისწავლიან პროგრამირებას მსოფლიოს უდიდესი კრეატიული კოდინგის პლატფორმაზე https://code.org/ და Scratch.mit.edu.
შექმნიან სხვადასხვა სირთულის თამაშებსა და ანიმაციებს.
თეატრ–სტუდია “ET CETERA”
მოსწავლეები შეისწავლიან მსახიობის ოსტატობას, ვოკალს, ცეკვას, მეტყველებასა და ხელოვნებას. ასაკობრივი ზღვარია 5-18. თბილისის სხვადასხვა თეატრებში ყოველწლიურად იდგმება სპექტაკლები პატარების მონაწილეობით.