“ჯეჯილის“ მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ახალგაზრდულ კულტურულ-გაცვლით პროგრამაში, რომელიც 21–28 აპრილს თბილისში გაიმართა.
პროგრამა განხორციელდა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ-ABANICO-ს, კერძო სკოლა “ჯეჯილისა” და ვენეციის პროფესიულ-ტექნიკური სკოლის IIS Venier-ის თანამშრომლობით.
გაცვლითი პროექტის ფარგლებში, ჩვენი მოსწავლეები მასპინძლობდნენ იტალიელ სტუმრებს, აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში და საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

