25 დეკემბერს, ტრადიციულად, ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით და სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა, სადაც გაიყიდა ბავშვების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, საშობაო ორცხობილები და სხვა..
ღონისძიება მიეძღვნა “ჯეჯილის“ მოსწავლის – ლელიკო დეკანოზიშვილის ხსოვნას.
გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით დავეხმარეთ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს. თანხასთან ერთად, გადავეცით ტანსაცმელი, სათამაშოები და პირველადი მოხმარების ნივთები.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული შრომისა და გვერდში დგომისთვის.