კიდევ ერთი ლამაზი და ხალისიანი დღე აღინიშნა სკოლა „ჯეჯილში“. ჩვენმა საყვარელმა პირველკლასელებმა თავიანთი პირველი დღე მხიარულად აღნიშნეს ოჯახის წევრებთან და მასწავლებლებთან ერთად. მუსიკალური გაფორმების ფონზე, ანიმატორებთან ერთად პატარებმა სკოლის დირექციისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს და ფოტოებიც გადაიღეს. შემდეგ კი ბედნიერები საკლასო ოთახში შევიდნენ და სასწავლო პროცესს შეუდგნენ.