რატომ "ჯეჯილი"?

1. სწავლების მაღალი ხარისხი

ჩვენი სკოლის ძირითადი მიზანი მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითრებაა. „ჯეჯილი“ უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა ღონისძიებაში როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო პროექტებში.

უფროსკლასელებს შეუძლიათ მოემზადონ SAT-ის (მსოფლიოში აღიარებული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად) მათემატიკურ და ვერბალურ ნაწილში და ჩააბარონ კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდები.

2. მცირერიცხოვანი კლასები

კლასებში ბავშვების მცირე რაოდენობა (მაქსიმუმ 18 ბავშვი) საშუალებას გვაძლევს, ინდივიდუალურად მივუდგეთ თითოეულ მოსწავლეს, ვფლობდეთ მათ შესახებ სათანადო ინფორმაციას, გვესმოდეს პატარების ინტერესები, სურვილები და სწორად ვაფასებდეთ მათ შესაძლებლობებს.

3. გაძლიერებული სწავლება

„ჯეჯილში“ უცხო ენები და საბუნებისმეტყველო საგნები გაძლიერებულად ისწავლება. მოსწავლეებს შეუძლიათ დაეუფლონ ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან, მე-2 კლასიდან ისწავლება რუსული, ხოლო მე-4 კლასიდან ირჩევენ ერთ დამატებით უცხო ენას – გერმანულს, ფრანგულს და იტალიურს. უცხო ენების გაკვეთილები მოსწავლეებს ყოველდღიურად უტარდებათ. 

4. ოჯახური ატმოსფერო, უსაფრთხო გარემო

„ჯეჯილი“ ერთი დიდი ოჯახია, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. განათლების მიცემის გარდა, სკოლის უმთავრესი ამოცანაა მოსწავლეების სწორ და ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბება, რომელთა ფასეულობებიც დამყარებული იქნება სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემასა და ადამიანობაზე.

5. კვალიფიციური პედაგოგები

ჩვენი სკოლის გუნდს გამოცდილი, კვალიფიციური და ინტელექტუალური პედაგოგები ავსებენ.  მათი მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლის წარმატებაა. „ჯეჯილის“ პედაგოგები გამუდმებით ეძებენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ახალ ხერხებს და აუმჯობესებენ  სწავლების მეთოდებს. მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის უშუალო და მეგობრული ურთიერთობა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის სკოლაში.

6. წარმატებული კურსდამთავრებულები

ჯეჯილის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. კურსდამთავრებულთა 100% ხდება სტუდენტი, 95% იღებს დაფინანსებას, ხოლო მოსწავლეთა 30% დაფინანსებით აგრძელებს სწავლას მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებლებში. 

7. მრავალწლიანი გამოცდილება

„ჯეჯილი“ პირველი კერძო სკოლაა საქართველოში, რომელიც 1992 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელია მანანა პარკაძე, საუკუნოვანი პედაგოგიური ტრადიციების მქონე ოჯახის მემკვიდრე. სკოლა თავისი არსებობის 26 წელს ითვლის. თითოეული სასწავლო წელი დასტურია იმისა, რომ “ჯეჯილმა” გაუძლო ბევრ გამოწვევას, აღზარდა წარმატებული, საღად მოაზროვნე ახალგაზრდები და კვლავ აგრძელებს განვითარებას მომავალი თაობებისთვის.

ანუკა დაფქვიაშვილი-01

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები! საუკეთესო მასწავლებლები, გარემო და სკოლა! მეამაყება „ჯეჯილელი“ რომ ვარ.

ანუკა დაფქვიაშვილი
2007 წლის გამოშვება