ხშირად დასმული კითხვები

პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია „ჯეჯილის“ ვებ-გვერდზე და შემდეგ დაელოდოთ სკოლის წარმომადგენლის ზარს.

რეგისტრაცია იწყება 2019 წლის თებერვლის დასაწყისში.

პირველ კლასში მიიღებიან მოზარდები, რომელთაც შეუსრულდათ ექვსი წელი 2019 წლის 16 სექტემბრამდე.

უნდა დარეგისტრირდეთ “ჯეჯილის” ვებგვერდზე და დაგიკავშირდებათ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

• აღსაზრდელის სარეგისტრაციო ფორმა (იუსტიციის სახლიდან)
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული.
• ჯანმრთელობის ცნობა
• მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ქსერო ასლები
• მოსწავლის ფერადი ფოტო 3×4 – 2 ცალი

სწავლის წლიური საფასური პირველ კლასში შეადგენს 2700 აშშ ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარში, ეროვნული ბანკის კურსით.

შეღავათით ისარგებლებთ, თუკი ოჯახიდან ორი ან მეტი შვილის შემოყვანას გადაწყვეტთ „ჯეჯილში“.

სწავლის საფასური მოიცავს სასწავლო პროცესს, გახანგრძლივებული დღის რეჟიმს, სხვადასხვა წრეებს, ორჯერად კვებას და ტრანსპორტირებას.

პირველკლასელებს აქვთ ორჯერადი კვება.

პირველ საათამდე მოსწავლეებს აქვთ ძირითადი საგნები. პირველ საათზე – სადილი და შემდეგ სხვადასხვა წრეები. 16 საათზე აქვთ სამხარი. შუალედებში მოსწავლეები აღმზრდელთან ერთად ამზადებენ გაკვეთილებს.