24 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ძალიან საინტერესო იდეები და დაპირებები მოვისმინეთ კანდიდატებისგან. მოსწავლეთა ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის წოდება მიშო პაპავამ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის – ელენე დოხნაძემ მოიპოვეს. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას!
მეტის ნახვა
28 ივნისს ნუცა მახვილაძის სახელობის 2019 წლის დებატების ეროვნული ტურნირის ფინალში  ჩვენი სკოლის გუნდმა (ელენე კაკულია, მიხეილ პაპავა და ელენე ხვედელიძე)  გაიმარჯვა. ასევე, დასახელდნენ საუკეთესო მოდებატეები, რომლებიც დაჯილდოვდნენ დებატების საერთაშორისო ფორუმზე მიწვევით, თასებით და სერტიფიკატებით. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას!
მეტის ნახვა
2019 წლის სექტემბრიდან ჩვენს სკოლაში ინოვაციების ლაბორატორია Future Lab გაიხსნება. Future Laboratory-ის სპეციალისტების დახმარებით სკოლაში დაინერგება მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლება, მათ შორის პროგრამირებაში და რობოტოტექნიკაში; ასევე, სკოლა განახორციელებს ბავშვებისათვის პრაქტიკული მეწარმეობის სწავლებას. მოსწავლეები შეძენილი ცოდნით, პრაქტიკულად ისწავლიან თუ როგორ შექმნან საკუთარი სტარტაპი, იმუშაონ ინვესტორებთან 
მეტის ნახვა
საფეხბურთო აკადემია „TIFA”-ს ორგანიზებით ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი სკოლებს შორის, სადაც მეორე ადგილი ჩვენი სკოლის მეორე და მესამე კლასელებმა მოიპოვეს. ვულოცავთ თითოეულ მათგანს და მწვრთნელებს გამარჯვებას! მოსწავლეები: ანდრია ცქვიტინიძე ალექსანდრე ცანავა ვატო ყიფიანი დიმიტრი ყიფიანი ბესო გელაშვილი დავით გაბისონია ვატო შონია გაგა რაზმაძე ნიკოლოზ მგალობლიშვილი მწვრთნელები: 
მეტის ნახვა
2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა.  სლალომის შეჯიბრება დიდველის ფერდობზე ჩატარდა, სადაც 2003-2004 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის გამარჯვებული ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლე, ელენე ჩივაძე გახდა. ვულოცავთ ელენეს წარმატებულ ასპარეზობას!
მეტის ნახვა
ეკოლოგია დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, აქტუალური და შემაშფოთებელი საკითხია. ამასთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში „ეკოლოგიის კვირეული“ მოეწყო, რომელშიც ყველა კლასის მოსწავლე ჩაერთო. კვირეულის მიზანი იყო ბავშვებისთვის ეკოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის გაცნობა, მოსალოდნელ საშიშროებებზე ცნობადობის გაზრდა და ბუნების დაცვისკენ მოწოდება. ეკოლოგიის კვირეულში ჩაერთო 
მეტის ნახვა
კატეგორიები

ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში.


ანიკა ოძელაშვილი
2007 წლის გამოშვება
2017-03-13T11:54:16+00:00
ჩემთვის ჯეჯილი არ იყო მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად დავდიოდი. ეს იყო ადგილი, სადაც მხვდებოდა დამრიგებელი, რომელიც ჩემზე ზრუნავდა ისე, როგორც ზრუნავდნენ სახლში. ანიკა ოძელაშვილი 2007 წლის გამოშვება