რეგისტრაცია

მიღება პირველ კლასში

კერძო სკოლა “ჯეჯილში” პირველკლასელთა მიღება იანვარში იწყება. მოსწავლის რეგისტრაციისთვის აუცილებელია აპლიკაციის შევსება; შემდეგ კი იგეგმება ბავშვთან გასაუბრება, რომელსაც სკოლის ბავშვთა ფსიქოლოგი ატარებს.

აუცილებელი საბუთების ჩამონათვალი:

  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი
  • ჯანმრთელობის ცნობა
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ქსეროასლები
  • მოსწავლის 3×4 ფოტო – 2 ცალი

  

სწავლის გაგრძელება „ჯეჯილში“

კერძო სკოლა „ჯეჯილში“ სწავლის გაგრძელება  სასწავლო წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშრდით სკოლის ადმინისტრაციას.

II-IV კლასები:

მოსწავლეებს უტარდებათ გასაუბრება საგნის პედაგოგებთან და ბავშვთა ფსიქოლოგთან. 

V-XII კლასები:

მოსწავლეები წერით გამოცდას აბარებენ ქართულსა და მათემატიკაში.

სანდრო გამსახურდია-01

ვფიქრობ,რომ ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში ამ სკოლამ და აქ გაცნობილმა ადამიანებმა მთავარი როლი ითამაშეს. ყოველთვის ვიქნები ამ სკოლის უდიდესი გულშემატკივარი. ჯეჯილი ჩემი სახლია.

სანდრო გამსახურდია

2011 წლის გამოშვება