სპორტული წრეები

სპორტი და ფიზიკური აღზრდა აუცილებელი პირობაა მოზარდების სწორი განვითარებისათვის. კვლევები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს მოსწავლეთა კონცენტრაციას, ამაღლებს თვითშეფასებას, უვითარებს მათ გადაწყვეტილების სხარტად მიღებისა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებს. 

ჩვენს მოსწავლეებს შემდეგ სპორტულ სახეობებს ვთავაზობთ:

ფეხბურთი

მიზნად ისახავს მოსწავლეებს განუვითაროს საფეხბურთო უნარ-ჩვევები მხიარულ გარემოში. სპორტის ამ სახეობით ვახერხებთ მოსწავლეთა თავდაჯერებულობის განმტკიცებას და გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებას.

ქართული ცეკვა

ყველა ერს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს შექმნილი. ქართველებსაც საკუთარი, თვითნაბადი ცეკვა გვაქვს, რომელიც მსოფლიო კულტურის უდიდეს საგანძურს წარმოადგენს. „ჯეჯილის“ ცეკვის წრე პატარებს სწორედ ნაციონალური ცეკვების ილეთებს შეასწავლის.

ჭადრაკი 

სპორტის სახეობა, რომელშიც მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებია შერწყმული, რის შედეგადაც ხდება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება. ჭადრაკის სკოლაში სწავლების მიზანი მოზარდის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და მათი განავითარებაა. ჭადრაკის თამაში ბავშვებში მრავალ უნარს ანვითარებს, აჩვევს ფიქრს, გამოუმუშავებს ნებისყოფას და ასწავლის მეტოქის პატივისცემას.