საბაზო სკოლა (VII-IX)

ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის სასწავლო პროგრამა დაწყებით საფეხურზე მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ეყრდნობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნების სწავლებას, როგორებიცაა:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • მათემატიკა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია)
  • უცხოური ენები (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური)
  • საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნები (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება)
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • ხელოვნება
  • სპორტი
  • დებატები

ჩვენთან მოსწავლეებს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვთ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი.

საბაზო საფეხურზე დიდი ყურადღება ეთმობა პროექტულ სწავლებას და მოსწავლეებში გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას. აღნიშნულ საფეხურზე სწავლების განუყოფელი ნაწილია მრავალფეროვანი, ინტეგრირებული გაკვეთილები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე ორიენტირებულია როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე საგანში მიღებული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე. ასევე, იმართება დებატები, რაც ხელს უწყობს საფუძვლიანი განათლების მიღებას და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მომდევნო საფეხურზე წარმატებული სწავლისათვის.