კლუბები

ჩვენის სკოლის ბაზაზე რამდენიმე სტუდია ფუნქციონირებს, სადაც „ჯეჯილის“ მოსწავლეები შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ „ჯეჯილის“ ადმინისტრაციას.

შაბათის სკოლა – „რებუსი“

“რებუსის” სასწავლო პროგრამა ბავშვების (4-12 წელი) განვითარებისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი. აქ შეისწავლება სამყაროს შემეცნება, კითხვის საათი, მეტყველება, ხელოვნება (ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე) და ფსიქოლოგის საათი. მეცადინეობები ტარდება ყოველ შაბათს 2 ცვლაში – 11:00 და 14:30 საათებზე. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – www.rebusi.ge

ნიორაძის საბალეტო სტუდია

კლასიკური ბალეტის შემსწავლელი სტუდია. ვარჯიშები ტარდება „ჯეჯილის“ სპორტულ დარბაზში.

ნუკრი კაპანაძის სასიმღერო სტუდია

მრავალფეროვანი და მხიარული სასიმღერო სტუდია, სადაც საბავშვო რეპერტუარი მუდმივად ივსება ახალი სიმღერებით, იდგმება საბავშვო მინი-პერფორმანსები და საბავშვო მუსიკალური მინიატურები.

თეატრ-სტუდია “ET CETERA”

მოსწავლეები შეისწავლიან მსახიობის ოსტატობას, ვოკალს, ცეკვას, მეტყველებასა და ხელოვნებას.  ასაკობრივი ზღვარია 5-18. თბილისის სხვადასხვა თეატრებში ყოველწლიურად იდგმება სპექტაკლები პატარების მონაწილეობით.