დაცვა და უსაფრთხოება

დაცვის სამსახური

მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ გვყავს კვალიფიციური დაცვის თანამშრომლები, რომლებიც კერძო კომპანია „მაგისტრის“ წარმომადგენლები არიან. ისინი ყოველთვის მზად არიან დაიცვან სკოლის უსაფრთხოება.

დაცვის თანამშრომლებმა იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციის დროს და როგორ მოახდინონ სკოლის ევაკუირება მაქსიმალურად მოკლე დროში ქაოსის გარეშე.

სათვალთვალო სისტემა

სათვალთვალო სისტემა სკოლის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ვიდეოკამერები აკონტროლებენ დერეფნებს, სპორტულ დარბაზს, ლაბორატორიას და ბიბლიოთეკას.  გარე კამერები აკონტროლებენ შემოსასვლელს და სკოლის გარე  პერიმეტრს.

სახანძრო სისტემა

სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სკოლაში ფუნქციონირებს სახანძრო სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ყველა საკლასო ოთახში, კაბინეტსა თუ ლაბორატორიაში.

ასევე, შენობას გააჩნია გარე სახანძრო კიბე.