მიღწევები

2019 წელი

• 28 ივნისს ნუცა მახვილაძის სახელობის 2019 წლის დებატების ეროვნული ტურნირის ფინალში ჩვენი სკოლის გუნდმა (ელენე კაკულია, მიხეილ პაპავა, ელენე ხვედელიძე) გაიმარჯვა. მე-9 კლასელი ელენე კაკულია გახდა რესპუბლიკაში საუკეთესო მოდებატე. გამარჯვებული გუნდის 2 საუკეთესო მონაწილე დაფინანსებით გაემგზავრა ბრატისლავაში, საერთაშორისო დებატების სემინარზე.

• IV კლასის მოსწავლე ნინა შამუგია “კინგსი საქართველოს” ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალური ტურის ოქროს დიპლომის (100/100) მფლობელი გახდა.

• გუნდური ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ რეგიონალური ჩემპიონატში მე-5 კლასელებმა მოიპოვეს პირველი ადგილი, ხოლო მე-4 კლასელებმა წარმატებით იასპარეზეს და გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე.

• საფეხბურთო აკადემია „TIFA”-ს ორგანიზებით ჩატარდა საფეხბურთო ჩემპიონატი სკოლებს შორის, სადაც მეორე ადგილი ჩვენი სკოლის მეორე და მესამე კლასელებმა მოიპოვეს.

  ○ ანდრია ცქვიტინიძე
  ○ ალექსანდრე ცანავა
  ○ ვატო ყიფიანი
  ○ დიმიტრი ყიფიანი
  ○ ბესო გელაშვილი
  ○ დავით გაბისონია
  ○ ვატო შონია
  ○ გაგა რაზმაძე
  ○ ნიკოლოზ მგალობლიშვილი

2018 წელი

• 25 მაისს ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში – “დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის”. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სკოლას სერტიფიკატი გადასცა. 

2017 წელი

•  სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა დავით კვარაცხელია.

2016 წელი

• სამოქალაქო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ლუკა ლიპარტელიანი.

• კომპანიამ “ინგლისური წიგნი საქართველოში” გამართა ინტელექტუალური თამაში “Quidditch: Intellectual Competition for School”, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, გავიდნენ პირველ ადგილზე და გადავიდნენ შემდეგ ტურში. 17 დეკემბერს ჩატარებულ ფინალურ შეჯიბრში , ჩვენი სკოლის გუნდმა, “Brain Squeezars”, თბილისის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავეს. გამარჯბვეულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. 

• საფრანგეთის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Ciub de Chance-ს მიერ მოწყობილ ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში “დახატე მშვიდობა”, გაიმარჯვა ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ – ანასტასია დომბროვსკაიამ  და ელენე ჩივაძემ. მათი ნახატები პარიზში გამოიფინა, გადაეცათ დიპლომები და მედლები. 

2015 წელი

• სკოლა ,,ჯეჯილის“ მოსწავლეთა მონაწილეობით, ინგლისურენოვანმა მიუზიკლმა ,,მერი პოპინსმა“ თბილისის მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრების ფესტივალში ,,IFSSAT” პირველი ადგილი აიღო. 

• სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ოსკარ მურილოს საერთაშორისო ხატვის პროექტში (International Art Project – Frequencies).  პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეებში თვითშეგნების ამაღლებას. სხვადასხვა ტექნიკით კანვაზე შესრულებული ნახატები გამოიფინა აშშ-ს მეტროპოლიტენ მუზეუმში. 

• მე-12 კლასის მოსწავლე – ზაზა გელაშვილი წარდგენილი იყო ახალგაზრდა დიპლომატთა სამიტზე, ბათუმში. გასაუბრების შედეგად, ზაზა სრული დაფინანსებით გაემგზავრა ბრიუსელში, ევროპარლამენტის დელეგატად.

2014 წელი

• რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გაიმარჯვა გიორგი ლუხავამ და დაფინანსებით გაემგზავრა წყნეთის საზაფხულო, საერთაშორისო ბანაკში.

2012 წელი

• მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ კონფერენციაში გაიმარჯვა მე-10 კლასის მოსწავლემ –  თორნიკე ფანჯავიძემ.

2011 წელი

• ინგლისური ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადაში 3 გამარჯვებული მოსწავლე პრეზიდენტის პროგრამით გაემგზავრა საერთაშორისო ბანაკში. X კლასის მოსწავლე, გიორგი ლუხავა კი პირველ ათეულში მოხვდა.

• საერთაშორისო ორგანიზაცია “English Speaking Union”-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში ,,International Public Speaking Competition 2011”-ის გამარჯვებული მე-11 კლასის მოსწავლე ანი შეყილაძე გახდა. იგი სრული დაფინანსებით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ერთკვირიან სემინარზე.

2009 წელი

• სკოლას ჰყავდა ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები – ვახტანგ ქელბაქიანი  და რევაზ მესხი.

• პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში ჯეჯილის 2 მოსწავლეს  პრეზიდენტის სახელით კომპიუტერები გადაეცათ საჩუქრად.

2008 წელი

• პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში ჯეჯილის 6 მოსწავლეს პრეზიდენტისგან კომპიუტერები გადაეცათ საჩუქრად.

2007 წელი

• საერთაშორისო ორგანიზაცია “English Speaking Union”-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში – ,,International Public Speaking Competition 2007”-ის გამარჯვებული მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სიხარულიძე გახდა. იგი სრული დაფინანსებით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ერთკვირიან სემინარზე.

2006 წელი

• ბრიტანეთის საბჭოს მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში “From the Word Go”, ჩვენმა სკოლამ I ადგილი დაიკავა; კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ინგლისურენოვანი კერძო და საჯარო სკოლები.

• ჩვენი სკოლის გუნდი დებატების ასოციაციის EIDEA-ს მიერ რესპუბლიკურ კონკურსში სამგზის გამარჯვებული გახდა. სამივე შემთხვევაში მოსწავლეები დაფინანსებით გაემგზავრნენ საერთაშორისო ბანაკებში.

• გაეროს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობისათვის IX კლასის მოსწავლე საბა უსტიაშვილი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა. კონფერენციის თემა “ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში “გახლდათ.

• საერთაშორისო ორგანიზაცია “English Speaking Union”-ის მიერ ჩატარებულ კონკურსებში სამგზის გამარჯვებულები ჩვენი სკოლის მოსწავლეები გახდნენ:

   ○ მარიამ სიხარულიძე – XI კლასი
   ○ ანი შეყილაძე – XI კლასი
   ○ მარიამ მელიქაძე – X კლასი

2005 წელი

• ეროვნულ გამოცდებზე XI კლასის მოსწავლე თინა კვირკველია პირველ ათეულში შევიდა.

2004 წელი

• გოეთეს ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში “გერმანული შემიძლია, გერმანული ვიცი” ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა II ადგილი დაიკავეს.

• საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში “კენგურუ” – სანდრო დალაქიშვილი, მე-4 კლასი, რესპუბლიკაში მე-5, ხოლო თბილისში მე-3 ადგილი დაიკავა.

2001 წელი

• მათემატიკის რაიონულ ოლიმპიადაში მე-3 ადგილი ჩვენი სკოლის მოსწავლე სანდრო ლომინაშვილმა დაიკავა.

2000 წელი

• მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მიერ ჩატარებულ კონკურში “უცხო ენების მოყვარული” ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს.

• საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში “კენგურუ” ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა მიქელაიშვილმა ქვეყნის მასშტაბით მე-6 ადგილი (სულ 7464 მონაწილე) დაიკავა.
ნორჩ მათემატიკოსთა ოლიმპიადის რაიონულ ტურში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე სანდრო ლომინაშვილი გახდა.

• ჩვენი სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” გრანტის “ახალი თაობის” მფლობელი გახდა.

1999 წელი

• მათემატიკის საქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე ნათია ბუკია გახდა.

• ჩვენი სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” გრანტის “სასწავლო  კომპიუტერული კლასის შექმნის” მფლობელი გახდა.

1998 წელი

• ჩვენი სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” გრანტის “თანამედროვე ენების პროგრამის” მფლობელი გახდა.